სალამი!
შენ მოხვდი ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ბლოგზე. კეთილი იყოს შენი აქ შემოსვლა : )
სამხატვრო სტუდია დაარსდა 2005 წლის 25 თებერვალს. მაშინ, ის სულ რაღაც 20მ2
ოთახში იყო განთავსებული და 10 მოსწავლე ყავდა. მას შემდეგ, სტუდიამ ბევრი ცვლილება განიცადა: გაფარდოვდა, მოსწავლეებიც დაემატა და მასწავლებლებიც.
დღეისათვის, სტუდიას 180 მოსწავლე ჰყავს. ხატვის გარდა ძერწვას, გამოყენებით ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლიან. თავად ზალიკო, ხატვის გაკვეთილებს აღარ ატარებს, თუმცა ყველა გაკვეთილს ესწრება, ათვალიერებს ბავშვების ნამუშევრებს და რჩევებს აძლევს.
რატომ უნდა მოიყვანოთ ბავშვი ზალიკოს სტუდიაში?
- -ყველაფერი შედის ფასში. სტუდიის მოსწავლეებს, არ უწევთ დამატებითი ინვენტარის შეძენა. როგორც სახატავი მასალა, ასევე წინსაფრები ტანსაცმლის დასაცავად, ბავშვებს ადგილზე ხვდება.
- -წლის განმავლობაში, სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობენ მრავალ აქციასა და გამოფენაში.
- -სტუდიაში, შექმნილია კომფორტული გარემო მშობლებისთვის. მათ შეუძლიათ დაელოდონ თავის ბავშვს, სპეციალურ, მოსაცდელ ოთახში, სადაც ექნებათ კონტაქტი სხვა მშობლებთან.
- -რაც მთავარია, ჩვენთან, ძალიან მეგობრული გარემოა. ურთიერთობა ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის თბილი და უშუალოა. აქ სწავლა, ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, შეიძინოს ბევრი ახალი მეგობარი.
ვინ არიან სტუდიის თანამშრომლები?
ზაალ სულაკაური – დირექტორი
თამარ შავიშვილი – ადმინისტრატორი
მაია კუბლაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კურატორები:
ციცო ალიბეგაშვილი
ირმა მგალობლიშვილი
პედაგოგები:
ზურა სულაკაური – ხატვის მასწავლებელი
მაია მაისურაძე – სკოლამდელი ჯგუფი
მარიამ ჭიჭივეიშვილი – სკოლამდელი ჯგუფი
ეკა სოლოღაშვილი – ხატვის მასწავლებელი
სოფო გოგილაშვილი – ხატვის მასწავლებელი
მაია კუპრაშვილი – ხელოვნების ისტორია
ალეკო კალანდარიშვილი – დაცვა
ნატო ბელქანია - ბლოგერი
რომელ საათებში მუშაობს სტუდია?
ორშაბათი 15:00 – 18:30
სამშაბათი 11:00 – 12:00; 15:00 – 18:30
ოთხშაბათი 16:30 – 18:00
ხუთშაბათი 11:00 – 12:00; 15:00 – 18:30
პარასკევი 15:00 – 19:30
შაბათი 10:00 – 16:30
თუ გაინტერესებთ პირობები და სწავლის ფასი გადადით ამ გვერდზე.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვეკონტაქტეთ.
ზაალ სულაკაური – დირექტორი
თამარ შავიშვილი – ადმინისტრატორი
კურატორი: (არ ვიცი ამათ რა დავარქვა დროებით იყოს ეს)
ციცო ალიბეგაშვილი
ირმა მგალობლიშვილი
პედაგოგები:
მარიკა ლელაშვილი – ხატვა, გამოყენებითი ხელოვნება
ზურა სულაკაური – ხატვა
მაია მაისურაძე – სკოლამდელი ჯგუფი
მაია ჭიჭივეიშვილი - სკოლამდელი ჯგუფი
ნინო სანადირაძე – ხელოვნების ისტორია
მაია კუპრაშვილი – ხელოვნების ისტორია




მე ძალიან მინდა ვიარო ხატვაზე და როგორ დაგიკავშირდეთ
გამარჯობათ!მე ძალიან კარგად ვხატავ და მოდნა თქვენთან მოსვლა მაგრამ ძალიან შორეა მე ქალაქ რუსთავში ვცხოვრობ და ამიტომ კლასში მხატვარსაც კი მეძახიან ძალიან მინდა თქვენთან შეხვედრა და რომ რამე იყოს არ გახსნიდით რუსთავში პატარა სტუდიას???
21 წლის ვარ უკვე და დავაგვინე ხო ?
არადა მინდა ხატვის სწავლა
სოფო, გამარჯობა. მომიტევე ასე გვიან რომ გპასუხობ.
არა, ხატვის დაწყება გვიანი არასოდეს არის.
გინდა ხატვის სწავლა? მოდი და ისწავლე
მე ხატვა მინდა და უნდა დავხატოოოოოოოოო
:@ :@ :@