სიახლე ჩვენს სტუდიაში

ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში გაიხსნა ახალი, ანიმაციის შემსწავლელი კურსი.  მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. ხანგრძლივობა 1 საათი. ერთი თვის ფასია 70 ლარი.

კურსის პედაგოგები იქნებიან

ზაალ სულაკაური- მხატვარი
ვიქტორ წიკლაური – ანიმატორი

მასწავლებლების ნამუშევრები:



იმისთვის რომ დაიწყო კურსზე სწავლა, შენ:

  • უნდა იყო 13 ან მეტი წლის.
  • უნდა გაიარო რეგისტრაცია 15 მაისის 18 საათამდე
  • უნდა მოხვიდე ხატვის გამოცდაზე 16 მაისს, 12 საათზე

თუკი ოდესმე გქონია სურვილი, გესწავლა, როგორ კეთდება ანიმაცია, ეს შენი შანსია. გახდი ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრი.

გისრუვებთ წარმატებას

პატივისცემით,

ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ადმინისტრაცია

8 Responses to “სიახლე ჩვენს სტუდიაში”

  1. rex says:

    მთელი მსოფლიო 3D _ში მუშაობს თქვენ ისევ ფანქრით?)) თან იუმორში მოიკოჭლებთ აშკარად და სასტიკად ვერ ამჩნევთ? ზაალი ალბათ ერთადერთი მხატვარია ქვეყნის მასტაბით რომელიც მაყუთს ჭრის ქორფად და ამ ამახინჯებს ბავშვების ნიჭს

  2. komisia says:

    რა ტექნოლოგიით ქმნით ანიმაციას?
    და მარტო 2D-ს ასწავლით?

  3. ლაშა says:

    აუ მასწ მგონი უკვე დამაგვიანდა ხო?…ეხლა ვნახე დამატებითი ინფორმაცია…

  4. rex-is საყურადღებოთ, 3D ეს ვიზუალური მხარეა,რაც შეეხება ანიმაციას
    ვინც არ იცის კლასიკური ანიმაციის პრინციპები ის 3D-ში ვერაფერს ვერ გააკეთებს

    http://www.animationmentor.com/ აი აქ ნაჩვენებია როგორ იწყებენ 3D ანიმტორების
    მომზადებას. ასე რომ კლასიკური ანიმაციის პრინციპი აუცილებელია ვინც ეგ არ იცის ის არ არის ანიმატორი!

  5. ლაშა მალე მეორე ეტაპი გამოცხადდება, ასე რომ შეგიძლია გაიარო რეგისტრაცია.

  6. ნინო says:

    ასაკი 13 ზევით გასაგებია… მაგრამ მაინტერესებს რომელ წლამდე და როდისთვის გეგმავთ მეორე ნაკადის მიღებას! იმედია ძაან დიდი არ ვიქნები თქვენი ჯგუფისთვის…

    • Natosha says:

      ნინო, მოდი სტუდიაში, პატარა გამოცდას გაივლი და არსებულ ჯგუფს შეუერთდები :)

  7. გიგა says:

    სად არ ვიცი ხატვა …. :(

Leave a Reply