სილით ხატვა ჩვენს სტუდიაში
ასე დაემთხვა, რომ ბოლო პერიოდში, ბლოგის მკითხველებისთვის სულ ძალიან მაგარი ამბები მაქვს მოსაყოლი.
ამჯერად, მინდა გამოვაცხადო, რომ სტუდიაში სილით ხატვის კურსი იხსნება!
კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ
ასე დაემთხვა, რომ ბოლო პერიოდში, ბლოგის მკითხველებისთვის სულ ძალიან მაგარი ამბები მაქვს მოსაყოლი.
ამჯერად, მინდა გამოვაცხადო, რომ სტუდიაში სილით ხატვის კურსი იხსნება!
კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ
გახსოვთ, წინა პოსტში გიყვებოდით, რომ მალე ჩვენს სადღესასწაულო ცენტრს გავხსნიდით? მინდა გახაროთ, რომ ეს დღე დადგა!
ცენტრი განლაგებულია ვეკუას 3 ნომერში, სავაჭრო ცენტრ GTC-ში. კვირას, ჩვენ უკვე სამი დაბადების დღე აღვნიშნეთ და ძალიან, ძალიან ბევრი ვიხალისეთ.
Read the rest of this entry »
ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო, ჩვენს ფეისბუქის გვერდზე 4 აპრილიდან ახალი კონკურსი დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბავშვებს 8-დან 10 წლამდე, რომლებიც არ არიან ამ მომენტში სტუდიის მოსწავლეები. მასში გამარჯვებული შეძლებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ იაროს ზაალ სულაკაურის სტუდიაში გაკვეთილებზე.
კონკურსის დეტალების სანახავად გადადით ამ ბმულზე
1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა და პედაგოგთა გამოფენა. ნამუშევრებს წარმოადგენენ ხატვის, ძერწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფების მოსწავლეები. ზაალ სულაკაური კი აუდიტორიის წინაშე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ნახატებით წარდგება.
ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა და პედაგოგთა საგაზაფხულო გამოფენის 1 აპრილს მოწყობა უკვე ტრადიციად იქცა. წელს გამოფენა მეექვსედ იმართება და დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება შეაფასოს როგორც ბავშვების, ისე მათი პედაგოგების ახალი ნამუშევრები.
გამოფენაში მონაწილე პედაგოგები და მათი მოსწავლეები ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელებით დაჯილდოვდებიან.
ყველას, ვისაც გიყვართ ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ბავშვების გამოფენები ან ვინც ჯერ არ გვიცნობთ, მაგრამ გაინტერესებთ, როგორ ხატავენ ჩვენთან, მობრძანდით დღეს, აბანოთუბანში, თბილისობასთან დაკავშირებულ გამოფენა-აქციაზე!
ღონისძიება გაგრძელდება შუადღის 12 საათიდან, საღამოს 6 საათამდე. ამ დროის განმავლობაში, ყველა მსურველს, შეგიძლიათ დაესწროთ ზაალ სულაკაურის, 10 წუთიან, ხატვის გაკვეთილს. ხოლო, სტუდიის მოსწავლეები ნებისმიერ მსურველს მოუხატავენ სახეს.
13-დან 14 საათამდე, სტუდიის პატარა მხატვრები, შექმნიან ერთობლივ ნახატს. გარდა ამისა, სტუდიის მოსწავლეების, 15-დან 17 საათამდე შეეძლებათ თიხის ქოთნებისა და თეფშების მოხატვა. მათ ასევე ჩაუტარდებათ გაკვეთილი გამოყენებით ხელოვნებაში.
გელოდებით ყველას!მობრძანდით და გახდით ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრი!
ბავშვებო და მშობლებო. არ გამოგრჩეთ! ![]()
პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს, მთაწმინდის პარკში ზალიკო სულაკაურის სტუდია გამართავს გამოფენა-აქციას. გამოიფინება სტუდიის ბავშვთა ნახატები, გარდა ამისა, ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ და დახატოთ სტუდიის ბავშვებთან ერთად. აქცია იწყება 13 საათზე. ქართულ ქუჩაზე
ჩვენს სტუდიაში იგეგმება მოსწავლეების წაყვანა ექსკურსია-პლენერზე, 7 დღით, ქუთაისში.
ღონისძიება დაიწყება ივლისის შუა რიცხვებში.
პლენერის ფარგლებში ბავშვები დაათვალიერებენ
- დადიანების სასახლეს
- ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალს
- ნოქალაქევს
- მოწამეთას
- გაბაშვილის პარკს
- გ. ტაბიძის სახლ-მუზეუმსა
- სათაფლიას
- გელათს
- ბაგრატის ტაძარს
- წყალტუბოს ღირშესანიშნაობებს
ექსკურსიის საფასურში შედის:
- ტრანსპორტირება თბილისიდან ქუთაისში
- სადღესასწაულო ბანკეტი.
- ღამისთევა ქუთაისის კომფორტულ სასტუმროში „იმერი“www.imerihotel.com
- სამჯერადი კვება
- ტრანსპორტირება ექსკურსიებზე
- მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
- გამოფენა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში
რეგისტრაცია ექსკურსიისთვის იწყება შაბათს, 22 მაისს.
დაგეგმილი ღონისძიებების განრიგის სანახავად დააჭირეთ აქ: განრიგი
გახსოვდეთ, ადგილები შეზღუდულია
ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში გაიხსნა ახალი, ანიმაციის შემსწავლელი კურსი. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. ხანგრძლივობა 1 საათი. ერთი თვის ფასია 70 ლარი.
კურსის პედაგოგები იქნებიან
ზაალ სულაკაური- მხატვარი
ვიქტორ წიკლაური – ანიმატორი
მასწავლებლების ნამუშევრები:
იმისთვის რომ დაიწყო კურსზე სწავლა, შენ:
თუკი ოდესმე გქონია სურვილი, გესწავლა, როგორ კეთდება ანიმაცია, ეს შენი შანსია. გახდი ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრი.
გისრუვებთ წარმატებას
პატივისცემით,
ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ადმინისტრაცია