Archive for the ‘ღონისძიებები’ Category

საახალწლო კარნავალი 2011

27 დეკემბერს, სტუდიაში დიდი საახალწლო კარნავალი გვქონდა. რა თქმა უნდა, ახალი წლის მოსვლა, ჩვენს ახალ, სადღესასწაულო ცენტრში აღვნიშნეთ.
ვინაიდან სტუდიაში ძაააააალიან ბევრი ბავშვი დადის, კარნავალის გაკეთება ოთხ ჯგუფად მოგვიწია და დილიდან დაღამებამდე ვზეიმობდით. სტუმრად სხვა და სხვა პერსონაჟი გვაყვდა: თოვლის ბაბუბა, მძინარე მზეთუნახავი აურორა, მიკი და მინი მაუსები და რა თქმა უნდა, ზალიკო ხელმწიფე.

ბავშვებმა ბევრი ითამაშეს, იცეკვეს ზღაპრის გმირებთან ერთად, მიიღეს საჩუქრები ზალიკოსგან და თოვლის ბაბუისგან და რაც მთავარია ძალიან იხალისეს.

დანარჩენი სურათების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს გალერეაში

პირველი ჯგუფი

მეორე ჯგუფი

მესამე ჯგუფი

მეოთხე ჯგუფი

 

ანა წიკლაურის პერსონალური გამოფენა

2011 წლის 17 დეკემბერს, ზალიკოს სადღესასწაულო ცენტრში, ჩვენი სტუდიის კიდევ ერთი მოსწავლის – ანა წიკლაურის გამოფენა გაიხსნა
გააგრძელე კითხვა

საშემოდგომო გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის გამოფენა ჩატარდა.
Read the rest of this entry »

მარიამ ქერეჭაშვილის პერსონალური გამოფენა

21 ნოემბერს ზალიკოს ცენტრში მარიამ ქერეჭაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
მარიამი 11 წლისაა და ზალიკოს სტუდიაში 2010 წლიდან სწავლობს. მისი ნიჭის შესაფასებლად
უამრავი სტუმარი მოვიდა, მათ შორის მისი მასწავლებლები და დირექტორი 23-ე სკოლიდან.

სულით და გულით ვულოცავთ მარიამს მის პირველ, პერსონალურ გამოფენას და ცხოვრებაში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ :)

თბილისობა 2011

წელს, ჩვენმა სტუდიამ, ტრადიციული აქცია ჩაატარა ოთაჭალაში, აბანოებთან.
Read the rest of this entry »

ახალი სასწავლო წელი

 

გამარჯობა!

პირველი სექტემბრიდან სტუდიაში, ახალი 2011-2012 სასწავლო წელი  დაიწყო.

თუკი გსურთ თქვენმა ბავშვმა ისწავლოს ხატვა ჩვენს დიდ და მეგობრულ ოჯახში,

შეგიძლიათ წაიკითხოთ სტუდიაში სწავლის პირობები და ფასები ამ გვერდზე.

ხოლო საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ

 

გარდა ამისა, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ჩვენი გალერეა,

სადაც იხილავთ ჩვენი სტუდიის მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და გამოფენების სურათებს.

შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი მეგობრული ოჯახის კიდევ ერთი წევრი! 

ბოლნისი, დმანისი, ტანძია

19 ივნისს სტუდიის ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ წასულები.

შეხვედრა დილის 10 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე იყო დათქმული.

მას შემდეგ, რაც ყველანი შევგროვდით (მცირედი დაგვიანებით, რა თქმა უნდა), ორ ავტობუსში გავნაწილდით და ექსკურსიის პირველი დანიშნულების ადგილისკენ – ბოლნისისკენ დავიძარით.
ბოლნისში ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა.იმ დღეს, სხვა და სხვა სკოლის ბავშვები იყვნენ ექსკურსიაზე ჩამოსულები
დააჭირეთ აქ, კითხვის გასაგრძელებლად

როგორ დავხატეთ ზღაპრები

18 ივნისს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ზალიკო სულაკაურის სტუდიის ბავშვები ზღაპრების ილუსტრირებულ წიგნებზე მუშაობდნენ.

ბავშვები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილები. ყოველ მათგანს, ერთ კონკრეტულ ზღაპარზე მუშაობა ევალებოდა, მათ ხატვაში მასწავლებლები და მშობლები ეხმარებოდნენ. დაიხატა ისეთი ზღაპრები, როგორიცაა: თაფლაკვერა, ჭინჭარი, ამირანი, მფრინავი გოჭი და სხვები.

ნახატების დამთავრებისა და ტექსტის ქაღალდზე გადატანის შემდეგ, ზღაპრებს ყდები გაუკეთდა. ისინი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეინახება

ნატალია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა

25 მაისს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში ჩატარდა ნატალია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა. 11 წლის ნატალია სწავლობს ქ.თბილისის 13-ე საჯარო სკოლაში და ჩვენს სტუდიაში 2009 წლიდან სწავლობს. სტუდია ულოცავს მას პირველი პერსონალური გამოფენის ჩატარებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

 

სურათები ნატალიას გამოფენიდან შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გალერეაში

ლუკა ახობაძის პერსონალური გამოფენა

თვრამეტ მაისს, ზაალ სუალაკაურის სამხატვრო სტუდიაში ლუკა ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ლუკა 8 წლისაა და თბილისის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. სტუდიაში ლუკა 2009 წლიდან დადის.

ჩვენ ვულოცავთ მას პირველ გამოფენას და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.

გამოფენის სურათების ნახვა აქ შეგიძლიათ.