Archive for the ‘გამოფენა-აქცია’ Category

გიორგობის გამოფენა 2010

27 ნოემბერს, წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში, ზაალ სულაკაურის სტუდიის კიდევ ერთი გამოფენა ჩატარდა. ბავშვების ნახატები, ძირითადად საეკლესიო და სადღესასწაულო თემას ეხებოდა. როგორც ყოველთვის, გამოფენას ახლაც ბევრი სტუმარი ჰყავდა

გამოფენის სურათების სანახავად გადადით ამ ბმულზე

თბილისობა 2010

ტრადიციულად, ზალიკოს სტუდია, 2010 წლის თბილისობასაც გამოფენა-აქციით შეხვდა. ისევე, როგორც წინა წლებში, წელსაც სტუდიამ თავისი ღონისძიება აბანოთუბანში ჩაატარა. ჩვენ სასიხარულოდ, მზეც გამოვიდა (წინა დღისგან განსხვავებით) და უამრავი სტუმარიც გვეწვია.
წაიკითხე მეტი და ნახე სურათები

გამოფენა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში

11 აპრილს, ჩატარდა სააღდგომო გამოფენა, სამების ტაძრის საგამოფენო დარბაზში. გამოიფინა ბავშვების ნახატები სააღდგომო თემაზე. სამწუხაროდ, ტექნიკური ხარვეზების გამო, გამოფენის საზეიმო გახსნა ვერ მოხერხდა, თუმცა მოსული სტუმრები და ბავშვები, კმაყოფილები იყვნენ

გამოფენა “დიდუბე პლაზაში”

1 აპრილს, დიდუბე პლაზაში ზაალ სულაკაურის სტუდიის მორიგი გამოფენა გაიმართა. სხვა გამოფენებისგან განსხვავებით, ამჯერად, წარმოდგენილი იყო, არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების ნახატებიც.
სხვა მხრივ, როგორც ყოველთვის იყო ბევრი სტუმარი, ბევრი ბავშვი და ტრადიციული სერტიფიკატების დარიგება

საშობაო გამოფენა-აქცია

21 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში დაიწყო საშობაო გამოფენა, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდა. გამოიფინა ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეების ნახატები. გარდა ამისა, ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა თავად დაეხატა ნახატი საახალწლო თემაზე.

მომავალში, კიდევ მრავალი ასეთი აქციის მოწყობაა დაგეგმილი. შეიტყეთ მათ შესახებ სტუდიის ბლოგიდან :)