Archive for the ‘ღონისძიებები’ Category

ნატალია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა

25 მაისს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში ჩატარდა ნატალია დარჩიაშვილის პერსონალური გამოფენა. 11 წლის ნატალია სწავლობს ქ.თბილისის 13-ე საჯარო სკოლაში და ჩვენს სტუდიაში 2009 წლიდან სწავლობს. სტუდია ულოცავს მას პირველი პერსონალური გამოფენის ჩატარებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.

 

სურათები ნატალიას გამოფენიდან შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გალერეაში

ლუკა ახობაძის პერსონალური გამოფენა

თვრამეტ მაისს, ზაალ სუალაკაურის სამხატვრო სტუდიაში ლუკა ახობაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ლუკა 8 წლისაა და თბილისის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. სტუდიაში ლუკა 2009 წლიდან დადის.

ჩვენ ვულოცავთ მას პირველ გამოფენას და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.

გამოფენის სურათების ნახვა აქ შეგიძლიათ.

გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა

27 აპრილს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში, გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრები

ჯგუფის პედაგოგი: ქეთი ნიკოლაიშვილი

გამოფენის სურათების დათვალიერება შეგიძლიათ აქ

 

 

ნინო ხაბაზის პერსონალური გამოფენა

16 აპრილს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში გაიმართა ნინო ხაბაზის პერსონალური გამოფენა. ნინო 13 წლისაა და 171-ე სკოლის მე-7 კლასში სწავლობს.

სტუდია ულოცავს ნინოს მის პირველ პერსონალურ გამოფენას და მომავალში დიდ წარმატებებს უსურვებს.

სურათები ნინოს გამოფენიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ

გამოფენა საჯარო ბიბლიოთეკაში

 

პირველ აპრილს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ბავშვებმა და პედაგოგებმა დიდი გამოფენა მოაწყეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში. გამოიფინა მოსწავლეების და მასწავლებლების საუკეთესო ნამუშევრები, ასევე ზალიკო სულაკაურის ნახატები. გამოფენა დღის 12 საათიდან, საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა

 

 

გამოფენის სურათების ნახვა შეგიძლიათ აქ

ნიკა ალანიას პერსონალური გამოფენა


23 მარტს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში გაიმართა 7 წლის ნიკა ალანიას პერსონალური გამოფენა.
სტუდია ულოცავს ნიკას, მის პირველ წარმატებას და ცხოვრებაში კიდევ უამრავი კარგი გამოფენის ჩატარებას უსურვებს

სხვა სურათები ნიკას გამოფენიდან შეგიძლიათ იხილოთ აქ

გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

1 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა და პედაგოგთა გამოფენა. ნამუშევრებს წარმოადგენენ ხატვის, ძერწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფების მოსწავლეები. ზაალ სულაკაური კი   აუდიტორიის წინაშე საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ნახატებით წარდგება.

 

ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა და პედაგოგთა საგაზაფხულო გამოფენის 1 აპრილს მოწყობა უკვე ტრადიციად იქცა. წელს გამოფენა მეექვსედ იმართება და დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ  ეძლევა საშუალება შეაფასოს როგორც ბავშვების, ისე მათი პედაგოგების ახალი ნამუშევრები.

 

გამოფენაში მონაწილე პედაგოგები და მათი მოსწავლეები ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისგან  გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელებით დაჯილდოვდებიან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნახატების გამოფენა

9 მარტს, ჩვენს სტუდიაში, სკოლამდელი ასაკის ბავშვების გამოფენა ჩატარდა.
დააჭირეთ, პოსტის მთლიანად წასაკითხად

ხატია ვარდოშვილის პერსონალური გამოფენა

2011 წლის 26 თებერვალს, ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში ხატია ვარდოშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ხატია 16 წლისაა და ჩვენს სტუდიაში 2009 წლიდან სწავლობს. ვულოცავთ ხატიას პერსონალური გამოფენის გახსნას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში.

გამოფენის სურათების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

მირიან სულაკაურის პერსონალური გამოფენა

12 თებერვალს, ჩვენს სტუდიაში მირიან სულაკაურის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

მირიანი 13 წლისაა, სწავლობს 166-ე სკოლაში. ჩვენს სტუდიაში ის 2007 წლიდან სწავლობს. სტუდიასთან ერთად, მას 18 გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

ვულოცავთ მირიანს პერსონალური გამოფენის გახსნას :)

სურათები გამოფენიდან შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ფოტოგალერეაში