Archive for the ‘შიდა სამზარეულო’ Category

საშობაო კარნავალი სტუდიაში

26 დეკემბერს,  ზაალ სულაკაურის სტუდიამ, თავისი მოსწავლეებისთვის საშობაო კარნავალი მოაწყო.
ვინაიდან ჩვენს სტუდიაში ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს, ასაკის მიხედვით მოსწავლეების სამი ჯგუფი შედგა, რომლებმაც სხვა და სხვა დროს იზეიმეს.

დღესასწაული სტუდიის დიდუბის ფილიალში ჩატარდა.
ზეიმზე ბავშვებს ეწვია:

სანტა კლაუსი

კითხვის გასაგრძელებლად დააჭირეთ ბმულს

ჩვენი სტუდია 5 წლისაა!


თითქოს გუშინ იყო ის დრო, როდესაც სტუდიას სულ რამდენიმე მოსწავლე ჰყავდა და ერთ პატარა ოთახში ეტეოდა. დღეს სტუდიაში ორასამდე მოსწავლეა, რომლებიც ზალიკოს და სხვა მასწავლებლების დახმარებით, ხატვის საიდუმლოებს ეუფლებიან.

25 თებერვალს, ზალიკოს სტუდიას 5 წელი უსრულდება.  გადავწყვიტეთ, ეს დღე განსაკუთრებულად აღვნიშნოთ. ამისთვის, რეჟისორი გაგა გოშაძე მოვიწვიეთ, რომელიც ამ დღესასწაულის დაგეგმვაში გვეხმარება.

საღამო გაიმართება საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიის მე-6 პავილიონში და ორ საათს გასტანს. დასწრება, მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი. ყოველ მოსაწვევს თავისი ნომერი ექნება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში.  ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბადების დღის სტუმრებს ელით  საჩუქრები ისეთი სპონსორებისგან, როგორიცაა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მთაწმინდის პარკი, ისი-პარი, თიბისი ბანკი და მრავალი სხვა.

დღესასწაულის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდი „ზარები“ იზრუნებს, ხოლო გათამაშებასა და სახალისო  თამაშებს შორის, სტუმრებისთვის საინტერესო ნომრებია მომზადებული.

ყველაფრის შესახებ წინასწარ არ მოგიყვებით, დანარჩენს ჩვენს ბლოგზე ნახავთ უახლოეს მომავალში!