ზალიკოს სტუდიაში ანიმაციის ჯგუფი გახსნილია!

მოგესალმებათ ზალიკოს სტუდია.

როგორც წინა პოსტებიდან შეიტყვეთ ,ზალიკოს სტუდიაში მიმდინარეობდა ანიმაციის ჯგუფის საცდელი გაკვეთილები. ჩვენ გვაინტერესებდა აინტერესებდათ ბავშვებს თუ არა ანიმაცია . საცდელი გაკვეთილების ჩატარების და ბავშვების უდიდესი სურვილის შემდეგ ზალიკოს სტუდიაში ანიმაციის ჯგუფი გახსნილია და უკვე რეგულარულად ტარდება გაკვეთილები .

გაკვეთილები ძალიან საინტერესო და სახალისოა,სადაც ბავშვები სწავლობენ უამრავ, მათთვის საინტერესო ანიმაციების შექმნას.

ანიმაციის გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ,შაბათობით .დასაწყისი 16 საათზე .გაკვეთილის ხანგრძლივობაა 2 საათი . გადასახადი 70 ლარი .

პედაგოგი მიშიკო სულაკაური .

დაგვიკავშირდით და მობრძანდით ,არ ინანებთ :)

აქ კი შეგიძლიათ ნახოთ ანიმაციები,რომლებიც ბავშვებმა ანიმაციის გაკვეთილებზე შექმნეს :

http://coub.com/zalikos.studio

გისურვებთ წარმატებებს.

ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ადმინისტრაცია !

 

Leave a Reply