ზალიკოს სტუდია მზიურში, მზის ფესტივალზე

 

ფერადი და მზიანი დღე, იასამნისფერი ბუშტები, ფერადი ცარცით დახატული ბავშვების საყვარელი გმირები, ბევრი ყვავილები, ყვავილივით ლამაზი, ლოყაზე მზე დახატული ბავშვები და ბევრი ღიმილი; ეს არის – მზის ფესტივალი, “ჩვენ ვხედავთ მზეს”, რომელიც 2014 წლის 1 ივნისს, მეცხრეჯერ გაიმართა მზიურში (ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფი, ანა გოგუაძის ხელმძღვანელობით).

14:00-18:00  საათიდან ქალაქ მზიურს ზალიკოს სტუდიაც შეუერთდა. გაიმართა  ღია გაკვეთილები ხატვაში, ძერწვაში, აპლიკაციების დამზადებაში, რომელიც იქვე არსებულ სტენდებზე იქან გამოფენილი.

ზალიკოს სტუდიას ბავშვების გასართობად, მათი საყვარელი და ყველაზე მხიარული, ზალიკოს ცენტრის ჯამბაზი - პოპოლინოც შემოუერთდა.

ფოტოები სრულად იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე

https://picasaweb.google.com/115526190925974611379/201402?authuser=0&feat=directlink

Leave a Reply