სტუდიაში მოსწავლეთა ჩარიცხვა:
სტუდიაში მოსწავლე ჩაირიცხება მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე; განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:
- დაბადების მოწმობის ან პირადობის მოწმობის ასლი;
- ორი ფოტოსურათი 3X4;
სტუდიის დირექციასა და მშობელს (ან კანონიერ წარმომადგენელს) შორის იდება ხელშეკრულება
სწავლის პირობები და საფასური:
I ჯგუფი – ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია
მოსწავლეების მიღება: 6 წლიდან ზევით
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 1,5 საათი
სწავლის საფასური- 70 ლარი
I I ჯგუფი (სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის)- ხატვა
მოსწავლეების მიღება: 4 – 6 წელი
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში სამჯერ
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 40 წუთი
სწავლის საფასური- 70 ლარი
III ჯგუფი – გამოყენებითი ხელოვნება (ბატიკა, აპლიკაცია, თოჯინები, დეკორატიული ხელოვნება)
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ (ოთხშაბათს ან შაბათს)
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 2 საათი.
სწავლის საფასური: 70 ლარი, სტუდიის მოსწავლეებისთვის -35 ლარი.
IV ჯგუფი – ძერწვა
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ (სამშაბათს ან შაბათს)
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 90 წუთი
სწავლის საფასური: 70 ლარი, სტუდიის მოსწავლეებისთვის -35 ლარი.
გადასახადი:
გადასახადის გადახდა წარმოებს მიმდინარე თვის პირველ ან მეორე გაკვეთილზე, სტუდიის დირექციის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
მშობელი (ან კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია 1-10 რიცხვამდე წარადგინოს ადმინისტრატორთან გადახდის ქვითარი.
გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე არ დაიშვება გაკვეთილზე.
გაკვეთილის გაცდენა:
გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა არ მოხდება.
გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე არ თავისუფლდება გადასახადისგან;
სტუდიაში მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება სამხატვრო ინვენტარით;
(გუაში, ფანქარი, ფურცელი, საშლელი, ფუნჯი, წინსაფარი, მანჟეტები და სხვა)
გამოფენები და სხვა ღონისძიებები:
სტუდიის მიერ მოწყობილ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა და მოსწავლეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი. წლის განმავლობაში მოეწყობა ექსკურსიები, პლენერზე გასვლა და სხვადასხვა ღონისძიებები.









[...] შესახებფასები და პირობებიდაგვიკავშირდით 15 Sep [...]