ჩვენ ვხატავთ მულტფილმს
ამ წლის მარტში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც სამხატვრო სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბებულმა ანიმაციურმა სტუდიამ “რიტუალი” მიიღო მონაწილეობა.
გამოიცანით რა მოხდა? ჩვენ გავიმარჯვეთ
ოთხ საპრიზო ადგილს შორის ერთ-ერთი დავიკავეთ და მივიღეთ დაფინანსება, ორი მულტფილმის დასახატად.
მულტფილმებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მათი სახელწოდებებია “გმირი” და “რიტუალი”.
“გმირი” – ამ მულტფილმში, გმირი სპილო, მიემართება მზეთუნახავის, “საშინელი დრაკონისგან” დასახსნელად. ამისთვის მას მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს.
“რიტუალი” – მოვლენები ერთ ჩვეულებრივ სახლში ვითარდება. ბიზნესმენი ქმარი, ახალგაზრდა ლამაზი ცოლი, მაცდური საყვარელი და…. კატა
ორივე ანიმაციური ფილმი 2D ტექნიკით შესრულდება და კომედიური ჟანრის იქნება. ავტორები არიან: ზაალ სულაკაური, ვიქტორ წიკლაური და გელა ბერიანიძე. ყოველ თვე, ან თვეში ორჯერ, ამ ბლოგზე, კატეგორიაში “რიტუალი”, თქვენ ნახავთ მულტფილმის გაკეთების პროგრესს. მანამდე კი საწყის სკეტჩებს წარმოგიდგენთ
თვალი ადევნეთ ჩვენს პოსტებს და ელოდეთ ახალ ამბებს მულტფილმების შესახებ











