გუშინ, 27 ნოემბერს, წმ.სამების საკათედრო ტაძარში, გაიხსნა ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის ბავშვთა გამოფენა – “გიორგობა”. ის 4 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოიფინა სტუდიის ყველა მოსწავლის ნახატი, მათი უმეტესობა რელიგიურ თემაზე იყო.
გახსნას დაესწრო მეუფე სტეფანე, რომელმაც დალოცა ბავშვები. გამოფენის გახსნის ბოლოს სტუდიის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და ხატები, რომლებიც ბავშვებს საპატრიარქოსთან არსებულმა ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა აჩუქა.
რამდენიმე სურათი გამოფენის გახსნიდან:
 ზაალ სულაკაური |
 მეუფე სტეფანე ლოცავს სტუდიის ბავშვებს |
 გამოფენის სანახავად მოსული სტუმრები |
 ბავშვები ათვალიერებენ ნახატებს |
 ლაშა ლაგვილავა, 14 წლის |
 სიგელები და ხატები |
დანარჩენი სურათები შეგიძლიათ იხილოთ აქ
თავად გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ წმ.სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის ცენტრში.