Posts Tagged ‘ზალიკო’

1 ივნისი, მთაწმინდის პარკი

ბავშვებო და მშობლებო. არ გამოგრჩეთ! :)
პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს, მთაწმინდის პარკში ზალიკო სულაკაურის სტუდია გამართავს გამოფენა-აქციას. გამოიფინება სტუდიის ბავშვთა ნახატები, გარდა ამისა, ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ და დახატოთ სტუდიის ბავშვებთან ერთად. აქცია იწყება 13 საათზე. ქართულ ქუჩაზე :)

ნიკა ოღიაშვილის პერსონალური გამოფენა

28 აპრილს, სტუდიის ფოიეში, მორიგი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
16 წლის ნიკა,  2006 წლიდან სწავლობს ზაალ სულაკაურის სტუდიაში. მისი პედაგოგი ზაალ სულაკაურია.
მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ გამოფენაში, სტუდიასთან ერთად. გარდა ამისა, მისი ნახატები გაგზავნილი იყო საბერძნეთის და ეგვიპტეს კონკურსებზე. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენა იყო.

თინათინ აბდუშელიშვილის პერსონალური გამოფენა

თიკო 9 წლისაა. სწავლობს 52-ე საჯარო სკოლაში.
ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში 2005 წლიდან სწავლობს. 2009 წლის 17 დეკემბერს, სტუდიაში, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

თიკო და ზალიკო

თიკოს ნახატები

2010 წლის იანვრიდან, ზალიკოს სტუდიაში, პერიოდულად გაიმართება სტუდიის მოსწავლეების პერსონალური გამოფენები. ინფორმაცია მათ შესახებ, აუცილებლად გამოქვეყნდება სტუდიის ბლოგზე.