Posts Tagged ‘სტუდია’

მარიამ ქერეჭაშვილის პერსონალური გამოფენა

21 ნოემბერს ზალიკოს ცენტრში მარიამ ქერეჭაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
მარიამი 11 წლისაა და ზალიკოს სტუდიაში 2010 წლიდან სწავლობს. მისი ნიჭის შესაფასებლად
უამრავი სტუმარი მოვიდა, მათ შორის მისი მასწავლებლები და დირექტორი 23-ე სკოლიდან.

სულით და გულით ვულოცავთ მარიამს მის პირველ, პერსონალურ გამოფენას და ცხოვრებაში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ :)

1 ივნისი, მთაწმინდის პარკი

ბავშვებო და მშობლებო. არ გამოგრჩეთ! :)
პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს, მთაწმინდის პარკში ზალიკო სულაკაურის სტუდია გამართავს გამოფენა-აქციას. გამოიფინება სტუდიის ბავშვთა ნახატები, გარდა ამისა, ყველას შეგიძლიათ მოხვიდეთ და დახატოთ სტუდიის ბავშვებთან ერთად. აქცია იწყება 13 საათზე. ქართულ ქუჩაზე :)

ჩვენ ვხატავთ მულტფილმს

ამ წლის მარტში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც სამხატვრო სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბებულმა ანიმაციურმა სტუდიამ “რიტუალი” მიიღო მონაწილეობა.
გამოიცანით რა მოხდა? ჩვენ გავიმარჯვეთ :) ოთხ საპრიზო ადგილს შორის ერთ-ერთი დავიკავეთ და მივიღეთ დაფინანსება, ორი მულტფილმის დასახატად.

გააგრძელეთ კითხვა

თინათინ აბდუშელიშვილის პერსონალური გამოფენა

თიკო 9 წლისაა. სწავლობს 52-ე საჯარო სკოლაში.
ზალიკო სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში 2005 წლიდან სწავლობს. 2009 წლის 17 დეკემბერს, სტუდიაში, მისი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

თიკო და ზალიკო

თიკოს ნახატები

2010 წლის იანვრიდან, ზალიკოს სტუდიაში, პერიოდულად გაიმართება სტუდიის მოსწავლეების პერსონალური გამოფენები. ინფორმაცია მათ შესახებ, აუცილებლად გამოქვეყნდება სტუდიის ბლოგზე.