ზალიკოს ცენტრში მინიმალური ბავშვების რაოდენობა არის 20;
დღის სეანსებზე 11:00 სთ; 13:15 სთ და 15:30 საათზე მოქმედებს ფასდაკლების სპეციალური შეთავაზება 12 ბავშვზე
ზალიკოს ცენტრში აკრძალულია: სასმელის, ტკბილეულის და სხვ. შემოტანა;
დაბადების დღის გადახდის შემთხვევაში შემოგაქვთ იუბილარის მხოლოდ ერთი ტორტი;
ერთი წლის ზევით ყველა ბავშვი ჩაითვლება რაოდენობაში;
საბოლოო ჯავშანი ფორმდება ავანსის გადახდის შემდეგ, რომელიც გაუქმების შემთხვევაში არ ბრუნდება;
ბავშვების რაოდენობის, მშობლების მენიუს და ნებისმიერი ცვლილების შესახებ გვიკავშირდებით წინა დღეს 18:00 საათამდე.
დაბადების დღის ფასის დასათვლელად ირჩევთ გასართობ პროგრამას და ბავშვების მენიუს. პროგრამის ფიქსირებულ ფასს ემატება საბავშვო მენიუს ღირებულება ბავშვების რაოდენობის მიხედვით. (ზალიკოს ცენტრში მინიმალური ბავშვების რაოდენობა არის 20). სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ დამატებითი მომსახურება და მშობლების მენიუ.